03/11/2023
12:14
მსოფლიო
ალაბამაში, პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, თავიანთი 19 წლის ვაჟის დანაწევრებული ცხედარი საყინულეში ჩადეს და დამალეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდის ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინის ახალმა მეპატრონეებმა ქონების გასუფთავება დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ცხედარი, აგვისტოს შემდეგ, საყინულეში იყო მოთავსებული.
წყვილის უმცროსი ტყუპი შვილები, ამჟამად, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში იმყოფებიან.
„ეს ინციდენტი არის ძალიან ტრაგიკული. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საქმის განვითარებით გაგრძელდება ინფორმაციის გამოქვეყნება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ერთი ვერსიით, მამა შვილის ცხედრის დამალვას ცოლისგანაც ცდილობდა. სანამ შვილს უკანა ეზოს საყინულეში ჩადებდა, მაიკლმა შვილის სხეული პლასტმასის ჩანთაში ჩადო და შხაპის ფარდაში გაახვია, შემდეგ კი მუყაოს ყუთით საყინულეში დამალა.
სასამართლოზე დედამ თქვა, რომ მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა პროკურორები სხვა ვერსიას ამტკიცებენ.
0
0