24/09/2024
19:13
მსოფლიო
შვეიცარიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უზენაესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნისთვის“, - აცხადებს სტეფანჩუკი.
„ეროვნული საბჭო გენოციდის აქტად აღიარებს აშკარად სისტემატურ ქმედებებს, რომლებმაც გამოიწვია მასობრივი და მიზანმიმართული შიმშილი და ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფების განადგურების მიზნით“, - აღნიშნულია შვეიცარიის პარლამენტის განცხადებაში.
2022 წლის 16 ნოემბერს უმაღლესმა რადამ მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს მიმართა, რათა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ეღიარებინათ.
0
0