18/10/2021
18:02
პოლიტიკა
როგორც მასალაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 15 ოქტომბრის ვიზიტი პირველია ორი ქვეყნის ურთიერთობის 30-წლიან ისტორიაში. მანამდე კი, 2017 წელს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ჟამს, თბილისში იმყოფებოდა შვეიცარიის მეთაური დორის ლოიტჰარდი.
„შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიას ცენტრალური ადგილი უკავია საქართველო-რუსეთს შორის მშვიდობის ძიება-დამყარებაში. როგორც ცნობილია, საქართველომ, 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ, შვეიცარიას სთხოვა რუსეთთან მისი ინტერესების დაცვა.
საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოს წარმოადგენს. და რადგანაც შვეიცარიის პრეზიდენტი პარასკევს თავის ქართველ კოლეგას შეხვდა, სასურველი იქნება უახლოეს დროში გი პარმელენი შეხვდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. ჩვენი დიპლომატია ამ სამ ქვეყანასთან ურთიერთობას მნიშვნელოვან მიმართულებებად თვლის“, - აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: https://blogs.letemps.ch/jonathan-luget/2021/10/17/suisse-georgie-30-ans-de-relations/
0
0