
შსს-მ “აი ისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე, შალვა რამიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო უწყებაში დაიბარა, ამის შესახებ გაჩეჩილაძემ მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიციამ იმ ფარული მასალის სრულად მიწოდება სთხოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი და რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროებას ეხება.
"შეხვედრა ჩანიშნული გვაქვს კვირის ბოლოს და გამოვცხადდები, რა თქმა უნდა, ჩემს უფლებადამცველთან ერთად, საინტერესოა, რა ტიპის შინაარსის დიალოგი შედგება ჩემსა და პოლიციას შორის. ასევე გამოხმაურება იყო იმავე დღეს ორშაბათს სახალხო დამცველის აპარატიდან და მათაც მთხოვეს, ჩემი სურვილის თანახმად, შესაბამისად ამ ჩანაწერის წარდგენა. მე მაქვს მოლოდინი რომ ამ ჩანაწერს ერთად მოვუსმენთ და გავაანალიზებთ იმ სტანდარტებით, რაც არის კანონში, რაც არის სამათლიანიც სამართლლებრივიც და უფრო ღრმად შევალთ იმ დეტალებშიც,“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "ფორმულამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, POSTV-ის ხელმძღვანელის, ტელეწამყვან შალვა რამიშვილის და 22 წლის ანანია გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს. აუდიომასალაში ისმის, რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილი ახალგაზრდა ქალს.
0
0