
“შაბათის ფორმულამ” გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, POSTV-ის ხელმძღვანელის, ტელეწამყვან შალვა რამიშვილის და 22 წლის ანანია გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს.
აუდიომასალაში ისმის, რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილი ახალგაზრდა ქალს.
“ფორმულას” ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს.
“ჩანაწერი შეიცავს მძიმედ მოსასმენ და უხერხულ ეპიზოდებს - ამიტომ ამ ნაწილს “შაბათის ფორმულა” შეგნებულად არ ასაჯაროებს”, აცხადებენ “ფორმულაში”.
ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, "ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
ფორმულას ინფორმაციით, ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის. ჩანაწერში ისმის, როგორ ცდილობს რამიშვილი, ანანია გაჩეჩილაძესთან კარიერაზე საუბრის ნებისმიერ მცდელობასაც კი სექსუალური ხასიათი მისცეს", ამბობენ “ფორმულაში".
"ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?
- თქვენთან არ მინდა სექსი
- როგორ არ გინდა, გინდა", - ისმის ჩანაწერში.
“მას შემდეგ, რაც “შაბათის ფორმულამ” ჩანაწერი მოიპოვა, მისი ავთენტიკურობა ანანია გაჩეჩილაძესთან გადავამოწმეთ. გაჩეჩილაძემ საუბარი დაადასტურა”, - აცხადებენ “ფორმულაში”.
0
0