
“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, რომელიც ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება, აცხადებს, რომ შეეცდება კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის.
“პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი და არის კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი პარლამენტში ჩემ მიმართ პოლიტიკოსების განწყობები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების. შევეცდები, რომ კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის და რაღაცნაირად მხარდაჭერა მოვიპოვო. იმიტომ კი არა, რომ იდეა ფიქსი მაქვს, რომ ომბუდსმენი გავხდე, თუმცა კი ძალიან საპატიო თანამდებობაა თავისთავად იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც არის გასაღები ჩვენთვის”, აცხადებს იოსელიანი.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026