
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ ახლადდანიშნული გენერალი, რომელიც უკრაინაში ომს ხელმძღვანელობს, და მისი სამხედრო მეთაურები ომის ახალ ფაზაში შესვლაზე მიანიშნებენ - რუსები ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული დონბასის რეგიონის ნაწილის აღებას მაქსიმალურად შეეცდებიან.
როგორც ჩანს, უკრაინელები ამ საფრთხეს პირობითად აღიქვამენ. დონეცკისა და ლუგანსკის აღმოსავლეთ რეგიონებში, ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას ევაკუაციისა და უკრაინის უსაფრთხო ნაწილებში გასასვლელად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებენ.
ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხელისუფლება ქალაქ ბარვინკოვედან და ლოზოვადან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. დნიპროში, აღმოსავლეთ-ცენტრალური უკრაინის რეგიონალურ დედაქალაქში, მერმა ბორის ფილატოვმა ასევე ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
„დონბასში ვითარება თანდათან მწვავდება. ასევე, გვესმის, რომ აპრილი საკმაოდ ცხელი იქნება. ამიტომ, დიდი თხოვნაა: ყველამ, ვისაც აქვს შესაძლებლობა (როგორც არაერთხელ განვაცხადე) დატოვოს ქალაქი - პირველ რიგში, ეს ეხება ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ფილატოვმა.
სამხედრო ექსპერტები და დასავლელი ოფიციალური პირები ასევე ვარაუდობენ, რომ პუტინის გენერლები ზეწოლას განიცდიან, რათა მიიღონ რაიმე შედეგი 9 მაისამდე, როდესაც რუსეთი გამარჯვების დღეს - 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხებას - აღნიშნავს. თუმცა აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის - ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) - ანალიტიკოსები გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის უნარს, სრულად მოახდინოს დონბასში ძალების კონცენტრირება.
„რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმედ დაზიანებული და ნაწილობრივ აღდგენილი სამხედრო აღჭურვილობის პერიოდულად გამოყენებას შეტევით ოპერაციებში, რაც მას დიდი ზარალის ხარჯზე მინიმალურ მიღწევებს მოუტანს. სამხედრო ანალიტიკოსები და დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს ძალების რეორგანიზაცია, რომლებზეც უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინის დაცვისას. შეჭრამდე რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით, 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განათავსა. ერთ-ერთი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების შემდეგ, ამ ძალების დაახლოებით მეოთხედი "უმოქმედოა". აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 8 აპრილს ოდნავ განსხვავებული შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ამჟამად რუსული სამხედრო ძალების კონტინგენტი "85%-ზე დაბალია, ვიდრე ეს 24 თებერვლის შეჭრამდე იყო მობილიზებული". ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თქმით, „აშშ-ის თავდაცვის შეფასებები „გაუმიზნავად“ აზვიადებს რუსეთის სამხედრო ძალების ამჟამინდელ საბრძოლო შესაძლებლობებს“.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, „ათეულობით რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG), რომლებმაც კიევიდან უკან დაიხიეს, სავარაუდოდ ბრძოლისუნარიანია. ახალი გენერლის დანიშვნა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პრობლემის მოგვარების მცდელობაა, რომელმაც რუსეთის ძალები შეაფერხა: კოორდინაციის არარსებობა.
„რუსული სამეთაურო სტრუქტურის გამარტივებამ შესაძლოა ვერ გადაჭრას მისი სარდლობის ყველა პრობლემა, თუმცა... რუსული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ბრძოლას, რათა უახლოეს მომავალში თანმიმდევრული და ეფექტური კონტროლი დაამყარონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. თანაბრად სავარაუდოა, რომ რუსეთის თავდასხმები კულმინაციას მიზნების განხორციელებამდე მიაღწევს, როგორც მსგავსი რუსული ოპერაციები ჩატარდა“.
კვირას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ინტენსიური ბრძოლებისთვის. მისი თქმით, "უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლებში, განსაკუთრებით დონბასში. ამის შემდეგ კი, უკრაინა მოლაპარაკების უფრო მტკიცე პოზიციაზე გადავა და გარკვეული პირობების განსაზღვრას შეძლებს. ორი ან სამი კვირის შემდეგ [უკრაინისა და რუსეთის] პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან."
შესაძლოა, მომდევნო კვირებმა განსაზღვროს ამ სცენარის ზედმეტად ოპტიმისტურობა. თუმცა ეს სცენარი წარმოადგენს მოლაპარაკების პოზიციას, ისევე როგორც სამხედრო შეფასებას: ახლა პუტინს შეუძლია მოლაპარაკება დაიწყოს ან გარისკოს ის, რომ მოგვიანებით მნიშვნელოვნად დასუსტდება.
წყარო: https://edition.cnn.com/2022/04/11/europe/ukraine-donbas-battle-russia-cmd-intl/index.html
0
0