08/09/2023
13:37
პოლიტიკა
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად უნდა მუშაობდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები კარგად და მკაფიოდ არის გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით“, - განაცხადა ბორელმა.
0
0