22/06/2023
13:13
მსოფლიო
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ბულგარეთის და თურქეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 150-მდე დელფინი გამორიყა.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ანდრეი ერმაკი და თქვა, რომ ეკოციდისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
მისივე თქმით, დატბორილ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 000 გარეული ცხოველი ბინადრობდა.
„დაახლოებით 150 ტონა ზეთი ტრიალებს დნესტრის გასწვრივ. ის შეიძლება ხმელთაშუა ზღვაში მოხვდეს“, - აცხადებს ერმაკი.
მანამდე კი, ბულგარეთის სანაპიროზე, თურქეთის საზღვართან ახლოს შავმა ზღვამ სამი მკვდარი ძროხა გამორიყა.
ოკუპირებულ ენერგოდართან ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ კახოვკის წყალსაცავიდან წყალი მთლიანად გაქრა, ტერიტორია კი უდაბნოდ გადაიქცა.
ცნობისთვის,გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მკვდარი დელფინი შავმა ზღვამ გონიოშიც გამორიყა.
0
0