21/11/2023
15:30
პოლიტიკა
„ღირსების რევოლუციის“ ათი წლისთავის აღსანიშნავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა.
კიევის რკინიგზის სადგურში შარლ მიშელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და უკრაინაში ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
21 ნოემბერი უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღედ არის გამოცხადებული. 2013 წლის ამ დღეს ევრომაიდნის სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელი უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ ჩავიდა. აღნიშნულ სამიტზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრიანასთან წევრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
0
0