
თავად სცენას, ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ელჩის ქმედებებზე და მის დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ. მისი თქმით, ქართველი ხალხის, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისადმი ზიზღი ელჩის განცხადებებში ნათლად ჩანს.
„ჩვენ სამწუხაროდ, ბატონი პეტერისგან ვხედავთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და არ ვიცი რატომ აქვს მას ასეთი დამოკიდებულება - გარკვეული ზიზღი ქართული ოცნების და მისი ამომრჩევლის მიმართ. მე მინდა ბატონ პეტერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას, მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად. სამწუხაროდ, მის პოზიციებში, გამონათქვამებში ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა, იმის ფონზე, რომ, რა პარტნიორობაც საქართველოს და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს გვყავს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს გერმანიას და რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს მის პიროვნულ დონეზე ფაქტობრივად ზიზღის პოზიციას ქართული ოცნების მიმართ, ხელისუფლების მიმართ, მისი ამომრჩევლების მიმართ. სულ აპელირებს რაღაც თეორიულ თუ წარმოსახვით საქართველოზე, რომელიც ყოველდღე მას ხვდება და ემადლიერება და ამით უნდა რომ დაიმშვიდოს თავი. არ არის სწორი, რომ ზიზღის ობიექტი გახადო საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ხელისუფლება. ეს არ არის ევროპული საქციელი, არ არის ევროპული მიდგომა, ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. ასე რომ, სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უკვე უიმედო შემთხვევაა. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნისს, როდესაც ის წავა საქართველოდან და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს და გერმანია შორის ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0