
მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება ჰელსინკის კომისიაზე და მაინტერესებს, ის კვლავ თუ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ლორა თორნტონის მსგავსი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია საქართველოსთან მიმართებით.
„ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0