15/02/2022
16:48
პოლიტიკა
ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრები, რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად ერთმანეთის კრიტიკით და ცილისწამებით არიან დაკავებული. ცილისწამება ვახსენე და ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ეხება იმ ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამებასა და ბრალდებას, რასაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ არ იშურებენ და ცდილობენ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებებით მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, თითქოს გიორგი გახარიამ ნაციონალებთან კოალიცია შეკრა, თითქოს გიორგი გახარია კოკაინშიკია და ვინ იცის რამდენი მსგავსი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. მე მესმის თქვენი, რომ ჯერჯერობით ვერ შეეგუეთ ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ეს რეალობაა და სჯობს შეეგუოთ. მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, რატომ უცხადებთ ბოიკოტს საკუთარ ხალხს და არ შედიხართ საკრებულოებში. ბატონო სოზარ, განსაკუთრებით თქვენი გამკვირვებია, რომ ბრძანებთ გიორგი გახარია და მისი გუნდი ნაციონალებს შეეკრაო, უკაცრავად, მაგრამ და მელია და რურუა ნეტავ ვინ გაათავისუფლა და ვინ შეიწყალა, გიორგი გახარიამ? თუ ქართულმა ოცნებამ? ყველაზე ძალიან კარგად თქვენ იცით, თუ რამდენი ყოფილი ნაციონალი შეიფარა ქართულმა ოცნებამ. ძალოვანი თუ არა ძალოვანი. პორტირებული ნაცები, მუტაცია განცდილი ნაცები, გაქოცებული ნაცები, ადამიანები, რომლებიც 2012-ში თქვენს წინააღმდეგ ნაციონალების დროშებით იბრძოდნენ და დღეს კიდევ ყვარყვარეებად არიან წარმოდგენილები. თუნდაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ავიღოთ. ისევე თქვენი პარტიის წევრების განმარტებით, რამდენი მოქმედი, ყოფილი თუ გაქოცებული ნაცი დააყენეთ მუნიციპალიტეტის მერობისა თუ სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად. მაგრამ საქმეა რაშია იცით? რასაც თქვენ ბრძანებთ, შინაგანად თქვენთვითონაც არ გრჯერათ, ესაა რეალურად თქვენი სიმართლე" - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მისი თქმით, იმ ხალხმა, რომელმაც 2012-ში იბრძოლა, ასეთი ადამინებისთვის 9 წლის თავზე ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩა.
" საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის თავმჯდომარე ბრძანდებით და ვფიქრობ, უმჯობესია, რომ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ვიფიქროთ და იმ ხალხს დაპირებები შევუსრულოთ, რომ დაპირება ისევ დაპირებათ არ დარჩეს. ისევე როგორც 2019-20 წლებში არხოტიანელებს და გუდამაყრელებს შეპირდით რაღაცებს, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. დიახ, თქვენ იმედად მეც შევპირდი, მაგრამ შემდეგ გაიწიეთ, ხელები აწიეთ და მე მითხარით, შენ მიხედეო. ისევე როგორც, გრემის ხევის ხეობის კონფლიქტის ზონის სოფლებს, გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან ყველა ხელისუფლება პირდებოდა, მაგრამ არ უსრულებდა. მე დავპირდი და შევუსრულე კიდევაც და ეს პროექტი მალე დასრულდება, იმიტომ, რომ გახარიას გაპრიემერებამ სულზე მოგვისწრო და დამეხმარა და ვინ იცის კიდევ, რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მთაში თუ ბარში.
მარტო გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის დამშვენებული და აშენებული მუზეუმის გახსნა და სიტყვით გამოსვლა არ არის საკმარისი, მთავარი აშენება და გაკეთებაა და მე ვფიქრობ, გიორგი გახარიას დაუსრულებული და უსაფუძვლო ლანძღვა გინებით, პარტიის წმინდანად იქცეთ და საქართველოს ისტორიას, ქართული ოცნების წმინდა სოზარის სახელით შემორჩეთ. ადამიანური ურთიერთობა და ადამიანური მორალი ძალიან ძვირფასი და ზეპარტიული საკითხია" - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
0
0