
სენეგალში ორ ოპოზიციონერ პარლამენტარს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ დეპუტატებს მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს ემი ნდიაიესთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი CFA ფრანკის ($8 100) გადახდა დააკისრა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რომ ნდიამ ოპოზიციონერი რელიგიური მოღვაწე გააკრიტიკა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის სამბი ნდიაიესთან და სახეში ურტყამს. შემდეგ ნდიაიე მას სკამის სროლით პასუხობს, ამავდროულად, მეორე კაცი მას მუცელში ფეხს ურტყამს.
თავდასხმის შემდეგ ნდიაიემ გონება დაკარგა. არსებობდა ბავშვის დაკარგვის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მან საავადმყოფო დატოვა, ის „კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, - განუცხადა მისმა ადვოკატმა, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.
ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, ნიანგისა და სამბის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ მათ კლიენტებს ნდიაიეზე ფიზიკურად არ უძალადიათ.
0
0