
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში პირველი წირვა ჩატარდა.
წირვა ჩაატარა ისულას წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ავგუსტინემ ადგილობრივ მრევლთან ერთად.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი ერთი კვირის წინ გაიხსნა.
ტაძრის კურთხევას მოსახლეობასთან ერთად, სინოდის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა.
აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და ტაძრის ქტიტორი, (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი) ბიზნესმენი, მეღვინეობა „ბადაგონის“ დამფუძნებელი და ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, გიორგი სალაყაიაა.
ბიზნესმენ გიორგი სალაყაიას ოჯახისთვის, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სწორედ ამ ადგილას აშენების იდეას და სურვილს, საინტერესო ისტორია აქვს:
სოფელ ისულაში, ძველი ტაძარი იყო, რომელიც ბოლშევიკების დროს დაანგრიეს. სწორედ ამ ადგილას აშენდა წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი. და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ტაძარის აშენება, ძალიან სასიხარულო, მნიშნველოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია რწმენის აღორძინებისთვის.


0
0