20/02/2022
19:16
პოლიტიკა
მათივე ინფორმაციით, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნულ საკითხზე, სასტუმრო თბილისი "მარიოტში" ბრიფინგს გამართავს.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 7-მა წევრმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.
ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას “სისხლის სამართლის კოდექსის“ რამდენიმე მუხლი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის გათვალისწინებით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.
ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების ნაწილში დაკორექტირდება. კერძოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში დაინიშნებიან. დანარჩენი დეპარტამენტების თანამშრომლები კი, ახალ სამსახურებში საკუთარი ნებისა და არჩევანის შესაბამისად განაწილდებიან. ამისათვის კი მათ წერილობით თანხმობის დაწერა მოეთხოვებათ.
როგორც ცნობილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა (კარლო) კაციტაძე უხელმძღვანელებს.
0
0