22/06/2023
09:07
პოლიტიკა
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და წერს, რომ პროცესებს ორი პატიმარი მართავს.
"სამწუხაროდ, მიწევს გამეორება:
პროცესს მართავს ორი პატიმარი - ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან…
ორივემ ააშენა არა პარტია, არამედ ტოტალიტარული სექტა…
ისინი საკუთარი მრევლისთვის, როგორც უზენაესს შეეფერება, არსად არიან და არიან ყველგან…
რაც არ უნდა მავნებლობა და უგუნურება აკეთონ, საკუთარი მრევლისთვის მაინც ღმერთები არიან, რადგან “შეუცნობელ არს გზანი მათნი”…
მრევლისთვის ყველა სიკეთე მათი ხელიდან მიიღება - “ითხოვე და მოგეცემა”….
გიჭირს? ლოცვა გააძლიერე…
შესაბამისად, საქართველოში მიდის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ უსასტიკესი რელიგიური ომი “ჭეშმარიტი მესიის’ გამოსავლენად…
ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ორივეს ზებუნებრივ ძალებს, შერაცხულები არიან შუაშისტებად და ორმაგ ანათემას არიან გადაცემული…", - წერს ხუხაშვილი.
0
0