-share.jpg)
საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს რაც წარმოადგენს, მონიტორინგს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უწევენ, ყველა რწმუნდება, რომ არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის სპიკერს დაუსვეს კითხვა რუსულ ორგანიზაციაზე „თავისუფლება მშვიდობისთვის“, რომელიც თბილისში ფორუმს ატარებს, სადაც მოითხოვს საქართველო რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, თუ არის საფრთხის შემცველი მსგავსი აქტივობები?
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის ამ ღონისძიებაზე არაფერია ცნობილი.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცნობილია, რა არის წინაპირობები – ეს არის დეოკუპაცია.
„სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, სხვადასხვა იდეები და აზრები შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ჯგუფებს. საქმე იმაშია, რომ ის, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და მგონი, ყველა რწმუნდება, რომ განსაკუთრებით ამ რთულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის, რომ არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ არის ყველა შესაძლო დესტრუქციული ქმედება. ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მგონი, ცნობილია საერთო ჯამში, რა არის წინაპირობები, ეს არის დეოკუპაცია საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0