28/11/2024
20:36
პოლიტიკა
საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარი საუბრობს ევროპარლამენტარის რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, გმობს „თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში“ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას.
„საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს. დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო (444 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით), რომელიც გმობს თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ქვეყნის მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას. როგორც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) მომლაპარაკებელმა, აღვნიშნე:
არაღიარება საარჩევნო შედეგების, რომელთა მანიპულირება მოხდა დაშინებით, ხმების ყიდვით და ბიულეტენების ჩატენით;
სასწრაფო საჭიროებაა პრეზიდენტმა ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის;
დაუყოვნებლივი სანქციები ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, მათ შორის ივანიშვილზე, კალაძეზე და ღარიბაშვილზე;
ევროკავშირმა უნდა გადახედოს უვიზო სტატუსს, თუ დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები არ იქნება დაცული;
ხელახალი არჩევნები ერთი წლის მანძილზე მიუკერძოებელი საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.
საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია დემოკრატიის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე”, - წერს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი.
0
0