02/01/2025
14:54
პოლიტიკა
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს.
„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, - წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“.
„საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება. აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და მისი საქართველოში რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიარებით. ახლა დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს“, - წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.
0
0