20/06/2023
11:13
პოლიტიკა
19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.
"შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე". - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველო მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი წარმოადგენდა.
0
0