04/01/2025
17:15
პოლიტიკა
“საქართველო 2025 წელს სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილი შეხვდა” - ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მოიძებნება მოვლენების განვითარების ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ვარიანტი. მისივე თქმით, ამ ვარიანტების მოძებნას კი ფიქრი სჭირდება:
"ზოგჯერ, ქვეყნის შიდა კრიზისის გამოვლენად ითვლება, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მოიხსენიებს სხვა ქვეყნის აგენტებად. დავამატებ, რომ ოპოზიციაც „ოცნებას“ რუსების აგენტებად მოიხსენიებს. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკურ დაპირისპირებას ახლავს სიტყვების ომი.
ეს სიტყვების დუელი გასაკვირი არაა შიდა ბრძოლისთვის, გასაკვირია, რომ ამ დაპირისპირებაში ოპოზიციის რიტორიკა სრულად გაიზიარა დასავლეთმა და რუსეთუმეობის გამო სანქციებიც კი დაუწესა ივანიშვილს. საქართველოში ადრე მომხდარ შიდა დაპირისპირებებში დასავლეთი ასე ენერგიულად არასოდეს ჩარეულა. დასავლეთის ეს უპრეცედენტო აქტიურობაც სავარაუდოს ხდეს, რომ ზედაპირზე დადებული მიზეზების გარდა სხვა ისეთი დაფარული მიზეზებიც წარმართავს პროცესებს, რომლებიც ადრე არ იყო.
რაც შეეხება იმას თუ შიდა პოლიტიკაში რით შეხვდა საქართველო 2025 წელს, შევაჯამებ ჩემს ნათქვამს - სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილები შევხვდით. მაგრამ, მგონია, რომ დავაღწევთ მას თავს. უფრო დიდი ამოცანებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ერთმანეთის განსჯა და დასჯა." - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
0
0