22/09/2022
10:47
პოლიტიკა
სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით. გიგა ბოკერიასი იმიტომ, რომ ჯერ სხვა არავინაა, ვისაც საკმარისი პატიოსნება გააჩნია პროცესს უხელმძღვანელოს. – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ალბათ ყველა ფიქრობთ, რომ მისი გონიერებაა მნიშვნელოვანი.
ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პატიოსნებაა, მერე მოდის გონიერება, და მაგაშიც პირველია არსებულ სპექტრში.
ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და საერთოდ არ მგონია, რომ გიგა ჩემზე ჭკვიანია, ან ჩემზე უნარიანი ბევრ საკითხში.
მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ამ ჭუჭყიანი გორგალიდან ძაფის გამოძრობა და სწორი მიმართულებით წაღება, მხოლოდ მას შეუძლია – არსებულ სპექტრში.
მას აქვს ამის გამოცდილება და ნებისყოფა.
რაზეც გინდათ დავიგინები – თუარადა აგერ უყურეთ” ,– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0