22/06/2023
17:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების პროცესში.
„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
0
0