05/01/2025
02:03
პოლიტიკა
სამწუხაროდ, არჩევნები იყო გაყალბებული და დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უილსონმა აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით“.
„ჩვენ, ყველაni, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იყო გაყალბებული არჩევნები და დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით. მე მოვიწვიე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სტუმრად დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე“, – აღნიშნა უილსონმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს უნდა გამოსწორდეს.
„ჩვენ გვაქვს ომის დამნაშავის, პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანში რეჟიმთან და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც არის მილიარდერი, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა. ჰეი, დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ეს უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა უილსონმა ინტერვიუში.
0
0