
„საფრანგეთის ერთ-ერთი ელჩი, არ დავასახელებ რომელი, ერეოდა ტენდერებში, ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ჩაშალეთ ტენდერი, რადგან კომპანიამ, რომლის ინტერესიც ჰქონდა ელჩს, ვერ მოასწრო საბუთების მოტანა. ამ დონეზე მიდიოდა მითითებები.“ - განაცხადა ექსპერტმა კახა კახიშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში, უცხო ქვეყნების ელჩებზე საუბრისას.
მისი თქმით, ელჩი, რომელიც მიდიოდა საქართველოდან, მეორეს ეუბნებოდა, რომ შენ იმ ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც, შენი სიტყვა არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია.
„ჩვენ 12 წლის მანძილზე ისე დავისვით თავზე ეს ევროპელი ვითომ ჩვენი მეგობრები, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გრძნობდნენ აქ თავს.
ელჩი, რომელიც მიდიოდა აქედან, მეორეს ეუბნებოდა, რომ შენ იმ ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც, შენი სიტყვა არის, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ჩახვალ და რომ იტყვი თეთრია, იქ ისეთი მთავრობაა, რომ გეტყვის თეთრია. შენ ხარ განმკარგავი. იმ დონეზეც იყვნენ განაგლებულები, რომ საფრანგეთის ელჩი, არ დავასახელებ რომელი, ერეოდა ტენდერებში, ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ჩაშალეთ ტენდერი, რადგან კომპანიამ, რომლის ინტერესიც ჰქონდა ელჩს, ვერ მოასწრო საბუთების მოტანა. ამ დონეზე მიდიოდა მითითებები.“ - განაცხადა კახა კახიშილმა.
მისი თქმით, მსგავსი პირობები იქმნება მაშინ, როცა ამ პირობას ქმნის ერთ-ერთი მხარე და „ელჩებს მოქცევის ასეთი პირობები ჩვენ შევუქმენით“.
ექსპერტმა აშშ-ის ელჩთან დაკავშირებული ფაქტებიც გაიხსენა.
„რატომ გაგიჟდა დეგნანი, მას უთხრეს, რომ შენ ხარ იქ სასამართლოც, პრემიერიც, პროკურორიც და რასაც შენ იტყვი, ასე უნდა იყოს. რომ ჩამოვიდა ზუსტად იმ მომენტში იცვლებოდა მიდგომა და უთხრეს „არა“... მან ეს ისე კი არ მიიღო, რომ ხელიუფლება მოვიდა გონს და ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს, არამედ მიიღო პირად შეურაცხყოფად. სხვა ელჩების ბრძანებებს ასრულებენ და ჩემსას რატომ არ ასრულებენო. ამიტომ იყო რომ, მას ჰქონდა ზიზღი თუთოეული ჩვენთაგანის მიმართ.
პირობა იქმნება მაშინ, როცა ამ პირობას ქმნის ერთ-ერთი მხარე. ჩვენ შევუქმენით მათ პირობები, რომ ისინი არიან, ქვეყანაში, სადაც მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებისა, მათი სიტყვაა გადამწყვეტი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულია გადაწყვეტილება, მაგრამ ახალგაზრდა იურისტების, ერთ-ერთი ახალგაზრდა იურისტის დასკვნაა, რომ თურმე ამდენი მოსამართლის ნამსჯელი არის არაკანონერი. ეს იყო აშშ-ის საელჩოსთვის ნომერ პირველი აზრი. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და ამის უფლება მივეცით. მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი- ან იქნებოდა სახელმწიფო, ან არა. ამ მოთხოვნა -მოთხოვნაში, იქამდე მივიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ისეთი რამე მოსთხოვეს, რომელიც ზუსტად ვიცოდით რომ დაგვანგრევდა, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამას ითხოვდა პირველ რიგში აშშ-ის ელჩი და შემდეგ ეს ვასალები რომ ჰყავთ, რომ ჰგონიათ რომ ევროპული ლიდერები არიან და სინამდვილეში არიან ვასალები. აშშ-ის ელჩი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ელჩებსაც. მათი მაყურებელივით იყო. ყველა აშშ-ის ელჩს ჰქონდა ამბიცია, რომ ის არის ნომერ პირველი ელჩი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ასევე, საკუთარ კოლეგა ელჩებთან და მათი აზრია გადამწყვეტი.“ - განაცხადა კახიშვილმა.
ექსპერტმა ელჩების საქართველოს მთავრობასთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და რამდენიმე ფაქტი გაიხსენა.
„რეკავდნენ ღამის 11 საათზე და მეუბნებოდნენ, რომ ხვალ დილით, პოლონეთის სეიმის ვიღაც დეპუტატი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცოდი და არც უნდა მცოდნოდა, ჩამოდის და უზრუნველყავით მისი შესვლა ამა და ამ პატიმრებთან. ეს არ მომეწონა, ვკითხე პრემიერს და მთხოვა კარგი, „ნუ გაამწვავებო“... შემდეგ ვკითხე ევროკავშირის ელჩს შეხვედრაზე: „ჩვენ როგორ გვაქვს ურთიერთობა, უფროსი ძმის პოზიციიდან თუ თანასწორობით?“ ვკითხე, მე მინისტრი ვარ და პოლონეთში რომელიმე მინისტრს რომ მივწერო ღამე, ჩამოვდივარ და მინდა შევხვდე არა საქართველოს მოქალაქე პატიმრებს, არამედ პოლონელ პატიმრებს, მე ვინმე მიმიღებსთქო? მიპასუხა- „არაო“.. აბა, აქ რა ხდებათქო? დასამალი არაფერი გვაქვს, კი ბატონო, შევიდნენ და ნახონ, მაგრამ... სახელმწიფოს მიმართ იჩენდნენ ზემოდან ყურების მაგალითს, რაც იყო შეურაცხმყოფელი. ასეთი მაგალითი ბევრი იყო. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის დროს, როცა ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, მოვიდა ჩემთან აშშ-ის ელჩი, აღშფოთებულები ვართო და იქნებ პრემიერმა მიმიღოსო. არ იყო მაგ დროს პრემიერი საქართველოში და შენ შეგხვდებიო. ვუთხარი, ჩვენ ისეთ მოდელს მოვძებნით, რომელიც თქვენ მოგეწონებათთქო, მართლაო? გაუხარდა და იკითხა, რა მოდელიაო... ზუსტად იმ მოდელს წამოვიღებთ საქართველოში, რომელიც მუშაობს აშშ-შითქო. აღშფოთდა, არ გაბედოთო. ვკითხე, თუკი თქვენთან მუშობს ჩვენთან არ ივარგებს? მაგრამ მაშინ არ იყო ერთიანი პოზიცია გუნდში. რამდენიმე ადამიანი რომ ვაბობდით, საერთო ფონზე არ ჩანდა.“ - აღნიშნა კახიშვილმა.
0
0