
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს უკრაინისგან პატივისცემის ან მადლიერების გამოხატვის მოთხოვნა შეუფერებელია, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტი მოითხოვოს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, სიკორსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს.
„ბოდიშის მოხდასა და პატივისცემაზე დაჟინებული მოთხოვნა იმ ვითარებაში, როდესაც ისინი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ზიზღს მგვრის, მაგრამ, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ზელენსკი არ დაკარგავს გვირგვინს, თუ პოლონეთის გავლისას პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტს მოითხოვს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ დიპლომატიური პროტოკოლის თანახმად, ნაკლები სტაჟის მქონე პრეზიდენტი სტუმრობს იმ კოლეგას, რომელიც პოსტს უფრო დიდი ხანია, იკავებს, სიკორსკიმ განაცხადა, რომ ომი წესებს ცვლის.
0
0