
“საერთოდ არ მაინტერესებს არც მშვილდაძე და არც მისი საქმე, ეს არ არის მედია. სად მშვილდაძე და სად მედია?” - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიშა მშვილდაძის თავდასხმის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვას.
კობახიძის განცხადებით, მშვილდაძეს “არანაირი კავშირი არ აქვს მედიასთან”:
“მე როგორც ვიცი სასჯელი დადგა. მშვილდაძეს არავითარი კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ არ მაინტერესებს მე არც მშვილდაძე და არ მისი საქმე” - აღნიშნა კობახიძემ.
“არანაცურ ტელევიზიებს აქვს ნაცურ ტელევიზიებზე დაახლოებით 7-ჯერ მეტი რეიტინგი. ”ფორმულა" არის ერთპროცენტიანი ტელევიზია და ეს არის ყველაზე საოცარი ინვესტიცია. მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული ნაძარცვი ფული კეზერაშვილს ამ ტელეკომპანიაში და ორი საოცარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ერთი - ერთპროცენტიანი “ფორმულა” და მეორე ერთპროცენტიანი ხაბეიშვილი. ერთი მედიაში- მეორე პოლიტიკაში" - ამბობს კობახიძე.
0
0