23/07/2023
12:48
მსოფლიო
საბერძნეთში ხანძარი ძლიერდება. გუშინ, 22 ივლისს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სახლებიდან და სასტუმროებიდან, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ DW წერს.
22 ივლისს საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფელ ლაერმასთან ტყის ხანძარი კონტროლიდან გამოვიდა.
„ეს არის ყველაზე რთული ხანძარი, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ", - განაცხაეს საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტში.
ამასთან საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერმა იანის არტოპიოსმა განაცხადა, რომ სასტუმროებიდან და დაქირავებული სახლებიდან, დაახლოებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარს ძლიერი ქარი აძლიერებს, როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40 სახანძრო მანქანა მუშაობდა, ამასთან სამუშაოებში სამი თვითმფრინავი და ხუთი ვერტმფრენი იყო ჩართული.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული არიან სლოვაკეთის, ისრაელის, იორდანიის და თურქეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.
ცნობისთვის. საბერძნეთში ტყის ხანძარი თავდაპირველად კუნძულის მთიანი რეგიონით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ქარებმა, მაღალმა ტემპერატურამ და მშრალმა კლიმატურმა პირობებმა მის აღმოსავლეთ სანაპიროზე გავრცელებას შეუწყო ხელი.
0
0