
სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა.
„პირდაპირ გვატყუებდნენ, თან გაიხსენეთ ვინ. მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული ამაში, ენჯეოები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი. ჩართული იყვნენ მისი ექიმები, ადამიანებს ერქვათ ექიმები და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე უცხოელები, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი საბოლოო ჯამში და ამ ტყუილში შეგნებულად იყო ჩართული თითოეული ეს სუბიექტი. მათ რომ ჰქონდეთ ღირსება ბოდიშს მოუხდიდნენ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0