08/11/2021
15:35
პოლიტიკა
მედიკოსთა ჯგუფს ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ამ დრომდე არ გაუცია. სპეციალურ პენიტენციურ უწყებაში კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, პატიმარი სააკაშვილი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდება, რომელიც სრულად შეესაბამება არსებულ სტანდარტებს და არის ყველა მიმართულებით უსაფრთხო.
ამ წუთებში, ექსპრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება დედა - გიული ალასანია და შვილები - ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილები. გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ექსპრეზიდენტის გადაყვანას გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულეს უფლებადამცველებმა, რომელთა თქმით, ექსპრეზიდენტი გაცილებით სუსტად გამოიყურება და უჭირს კომუნიკაცია.
"აღარ იღებს არცერთ იმ ნივთიერებას, რომელიც უზრუნველყოფდა მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ბოლო დღეების განმავლობაში, რისი შედეგიც უკვე სახეზეა. პრეზიდენტს, ჩემი დაკვირვებით, უკვე ეტყობა შეშუპება სახეზე, არის საკმაოდ სუსტად. ჩემთვის შესამჩნევია, რომს უკვე აღარ აქვს ენერგია, მეტნაკლებად უჭირს კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია,"- აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
0
0