09/11/2021
12:43
პოლიტიკა
სარჯველაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ იქნება დაცული იქ, სადაც ახლა იმყოფება.
„რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმირებულობის აუცილებლობა და ვალდებულება არ არსებობს. არ მგონია, ვითარება ამ შემთხვევაში ისე იყოს, როგორც ოპოზიცია ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. ალბათ, შეიძლება ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვქონდეს და როცა ხელშესახები ინფორმაცია გვექნება, შეგვეძლება კონკრეტული დასკვნები გავაკეთოთ.
სახალხო დამცველი გადმოსცემს იმას, რაც მას სააკაშვილმა უამბო. ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ეს უდაო ჭეშმარიტებაა. მგონი, საკითხს ასე უნდა მივუდგეთ და შევაფასოთ, რა არის ტყუილი, რა – მართალი. ერთი პირის განცხადება, რომელიც შეიძლება ფაქტების ახსნასთან დაკავშირებით მიკერძოებული იყოს, ჭეშმარიტებას არ განაპირობებს. ამას შემოწმება სჭირდება და თუ დარღვევა არსებობს, რასაკვირველია, რეაგირება მოჰყვება. უნდა გვქონდეს მეტი მტკიცებულება, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. არ მომწონს, როცა გვაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და არგუმენტებს ამის მიხედვით ვიღებთ ან არ ვიღებთ. ასე არ შეიძლება.
თქვენ მართლა დარწმუნებული ხართ, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი პატიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებები პალატაში მართლა ისმის? – მარტივად შემოწმებადია პალატაში ხმაური ისმის თუ არა.
ცხადია, აბსურდია მოსაზრება, თითქოს მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანით ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. რევანშის მიზეზი არ არსებობს და მისი გადაყვანა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზრუნვით იყო განპირობებული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ იქნება დაცული იქ, სადაც ახლა იმყოფება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0