სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში - ნინო ლომჯარია
A-
+A

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 18-ე დაწესებულებიდან გამოვიდა, ის მიხეილ სააკაშვილთან იყო შეხვედრაზე.
"მისი განცხადებით შედგა კონსილიუმი და მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, ის თავისი ნებით დათანხმდა, ამბობს, რომ მას ზეპირად უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით და იქ რაიმე სახის დოკუმენტი არ არსებობს სააკაშვილის 18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს არ უნდოდა გადმოსვლა მანქანიდან და ძალით შეიყვანეს 18-ე დაწესებულებაში.
უარი თქვა ექიმის გასინჯვაზე, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე აქვს დაზიანებები. ვიზუალურად კი არაფერ ეტყობოდა," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
0
0
631
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%