09/11/2021
18:38
პოლიტიკა
იასკოს თქმით, ის რაც ახლა საქართველოში სააკაშვილის მისამართით ხდება ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმაა.
„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ. ეს არის უარის თქმა ევროპულ ღირებულებებზე. ამაზე დღეს ევროპარლამენტარების განცხადება ვნახეთ" - თქვა იასკომ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი შეთანხმებული იყო.
"ჩამოვედი როგორც კი შევძელი. ველოდები, რომ მომცენ ციხეში შესვლის უფლება. ეს არის შეთანხმებული უმაღლეს დონეზე, თუმცა ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ მაძლევს ამის უფლებას. ახლა მთავარია უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ყველა უკიდურესად“, - აცხადებს იასკო.
0
0