-share.jpg)
ცენტრმა "ემპათიამ" დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."
"დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან" - წერს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრ "ემპათიას" დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.
0
0
29 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
27/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მაისიდან
27/05/2026