
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი კმაყოფილია ბოლო სასამართლო პროცესით, თუმცა უკმაყოფილოა, რომ შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა და პროცესები ჭიანურდება.
შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარების თხოვნით, ის დღეს საქალაქოს განცხადებით მიმართავს.
"მე ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაჩქარდეს სასამართლო პროცესი",- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 22 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს მცირე ხნით თავად მესამე პრეზიდენტიც ჩაერთო, თუმცა მოგვიანებით მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მონაწილეობა ვეღარ გააგრძელა.
0
0