09/11/2021
12:10
პოლიტიკა
როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ძალების მოკრებას და სასამართლო პროცესებზე დასწრებას. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გაიტაცეს და კერძო კლინიკის მაგივრად, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსეს.
"სააკაშვილი არის მძიმედ, თუმცა სასამართლოში გამოცხადებას ჩვენ ვითხოვთ. შეძლებს, ყველა ძალას მოიკრებს. სააკაშვილის მთელი მოტივაცია არის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს.
მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს, მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, სადაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.
მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ გადაჰყავდათ კერძო კლინიკაში, და რას ნიშნავს თავისი ნებით გადაიყვანეს, როცა კერძო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებაზე შეატყობინეს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ რამდენი ხანია ვითხოვთ მის კერძო კლინიკაში გადაყვანას," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
0
0