-share.jpg)
ავიაკატასტროფა ავღანეთში - რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს ინდოეთიდან რუსეთის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან გაქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ავღანეთის მთებში ჩამოვარდა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ეკიპაჟის წევრია. თვითმფრინავი სამედიცინო დანიშნულების რეისს ასრულებდა.
ავღანეთში დაკარგული Falcon-ის თვითმფრინავი რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში
დაკარგული თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ასრულებდა ინდოეთი - ტაშკენტი - ჟუკოვსკი.
თვითმფრინავმა შეწყვიტა კომუნიკაცია და შაბათს საღამოს გაქრა რადარებიდან
ის იმყოფებოდა ავღანეთის საჰაერო სივრცეში, ტაჯიკეთის საზღვართან
Falcon 10 წარმოებულია ფრანგული კომპანია Dassault Aviation-ის მიერ 1978 წელს.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს.
0
0