16/12/2024
22:24
სამართალი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც აქციის მონაწილემ განაცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ეს ნიღბიანი ბიჭები მეტროში სცემდნენ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ. შემდეგ ამოვიდნენ და იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ყველას მიმართ. სამართალდამცავებმა წაიყვანეს, მაგრამ არ ვიცით, სად წაიყვანეს, დააკავეს თუ არა. ჩვენები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ დგომისთვისაც გვიჭერენ. აქციის მონაწილეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025