
კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ოთარ ჯორჯიკიას და მზია ბახტურიძეის კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება 2026 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 19:00. საღამოზე შესრულებული იქნება რ.შუმანისა და ფ.პ. ტოსტის კამერული ნაწარმოებები. კონცერტი იყოფა ორ განყოფილებად.
პროექტს წარადგენს კომპანია „ზუჩიფილმსი“, რომელსაც მუსიკალურ, კინო და გასართობ ინდუსტრიაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. პროდიუსერი - გვანცა მეფარიშვილი.
ოთარ კორჯიკია - ქართველი ტენორი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე მოღვაწეობს, მათ შორის Teatro alla Scala მილანში, Opernhaus Zürich, Théâtre du Capitole de Toulouse, Polish National Opera, Lithuanian National Opera და Opera Australia. შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ისეთი სახელოვანი კომპოზიტორების საოპერო დადგმებში როგორებიც არიან ჯ. ვერდი, ჯ. პუჩინი, ჯ. ბიზე და სხვები. საოპერო სპექტაკლების გარდა, ჯორჯიკია აქტიურად მოღვაწეობს კამერულ ჟანრში.
მზია ბახტურიძე - ქართველი პიანისტი 1991 წლიდან მოღვაწეობდა ლა-სკალას თეატრში და თანამშრომლობდა ისეთ დიდ მუსიკოსებთან როგორებიც არიან რიკარდო მუტი, გუსტავო დუდამელი, ფაბიო ლუიზი, რენატო ბრუზონი და სხვები. მას უდიდესი წვლილი მიუძღვნის ქართული პროფესიული მუსიკის პოპულარიზაციაში და მსოფლიო ასპარეზზე გატანაში. როგორც კონცერტმაისტერი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან.
ოთარ ჯორჯიკიას და მზია ბახტურიძის მუსიკალურ ტანდემს უკვე მრავალი წლის ტრადიცია აქვს, ის უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარ ტრენდად, ექსკლუზივად. მათი ღონისძიებები გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, შესრულების მაღალი ტექნიკით. საღამო ეძღვნება გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და კონცერტმაისტერის ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას.
0
0