
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება ფატი თურმანიძის პერსონალური გამოფენა „დროში გაცოცხლებული დიპლიპიტოს რიტმები“ 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა „იარტში“.
ფატი თურმანიძე უკვე 20 წელია ზრუნავს ამ უნიკალური საკრავის, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის, აღდგენასა და ტრადიციის შენარჩუნებაზე. იგი საქართველოში ერთადერთია, ვინც დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს და მის შექმნას საკუთარი, უნიკალური ტექნოლოგიით აგრძელებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიპლიპიტოს ტრადიციული და საავტორო ვერსიები, მათ შორის სამ და ოთხქოთნიანი ნიმუშები, უნიკალური რვაქოთნიანი დიპლიპიტო, შავი თიხისგან დამზადებული და ხალხური ორნამენტებით გაფორმებული საკრავები, ქართული დაირები, ასევე ავტორის მიერ შექმნილი ახალი საკრავი — დარპლიპიტო, დიპლიპიტოსა და დაირის სინთეზი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ნამუშევრების წარდგენა, შემოქმედის მიერ ამ ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაციის გაჟღერება, მოწვეული სტუმრების სიტყვით მიმართვები, შეხვედრა დამსწრე საზოგადოებასთან.
გამოფენის ბოლოს, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ გამოფენის ავტორს, გაიმართება ალა-ფურშეტი.
გამოფენა გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფატი თურმანიძე
ტელ: 591 00 91 99
e-mail: Fatiturmanidze72@gmail.com
პატივისცემით,
ფატი თურმანიძე
0
0