
რუსეთის თავდასხმის გამო, რასაც კიევში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის დედაქალაქში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება ასევე რეკომენდაციას გასცემს სახელმწიფო დროშები დაუშვან, როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე.
მერის თქმით, ამ დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია. ამასთან, კლიჩკომ განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ.
„დედაქალაქის დარნიცკის რაიონში დაზიანებული შენობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ისინი კვლავ ეძებენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. ნანგრევებიდან შვიდი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივლისიდან
02/07/2026