
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ერთი კვირის წინ საქართველოში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ კონტაქტს, რომელიც დაეხმარება ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის ან გაღიზიანების მოხსნას. ეს არის ის, რაც სარგებელს მოუტანს მხარეებს და მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის „საგზაო რუკა“ რჩება ხელშეკრულებების ერთობლიობად, რომლებიც მიღებულ იქნა 2020 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.
„ეს მოიცავს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საზღვრების დელიმიტაციას, დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების დონეზე და ბევრ სხვას“, - განაცხადა ზახაროვამ.
0
0