22/06/2023
15:37
პოლიტიკა
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს - განუცხადა „იზვესტიას“ კომპანიის წყარომ.
„იზვესტია“, ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ 16 ივნისს გაიცა ნებართვა სხვა მარშრუტზე - ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი) - თბილისი - ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ განუცხადებია.
„ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარე ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი დაწყებულია“ - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ.
Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან და მზად არიან ფრენების დასაწყებად.
ვითარებაზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ახლა რუსეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებს რუსული აზიმუტი და Georgian Georgian Airways ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ მაისში Red Wings-მა მიიღო ქართული მხარისგან მოსკოვიდან (დომოდედოვო) ქუთაისისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა.
0
0