
რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა 22 ივლისს, თეირანში გაიმართება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
„თეირანში ხვალ რუსეთთან და ჩინეთთან სამმხრივი შეხვედრა გვექნება ბირთვული საკითხის განსახილველად. ჩვენ მუდმივ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ამ ქვეყნებთან, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ სიტუაციის თავიდან აცილება ან მისი შედეგების შემცირება. განხილვის თემა ნათელია: სანქციების მოხსნა და ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხილვა. ამჟამინდელ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს აშშ-თან საუბრის გამართვის გეგმები, ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე, მინდა, ზოგადად გავიმეორო, რომ დიპლომატია ჩვენთვის ინსტრუმენტია, შესაძლებლობაა ეროვნული ინტერესების დასაცავად და როდესაც მივალთ დასკვნამდე, რომ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი ირანელების ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად არ დავიხევთ უკან“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.
0
0