03/03/2022
19:15
პოლიტიკა
ზელენსკი აცხადებს, რომ არ სურს რუსი ახალგაზრდა სამხედროები იღუპებოდნენ.
ამასთან ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ცივილიზაციას იცავს დემონური ძალისგან.
„რუსეთის ჯარები 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ჯარები. აქ რუსები იღუპებიან. მმართველები ცდილობენ ოჯახებს გვამები არ უჩვენონ, არც აპირებენ ,რომ მშობლებს უთხრან, შვილები აქ დაიღუპნენ. ჩვენ სახლებს, თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენ არ გვსურს მათი მოკვლა. რუს ჯარისკაცებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ. რუსეთი საკუთარ ხალხს კრემატორიუმებისკენ „მიერეკება“, აი, ეს არის გენოციდი.
ჩვენ ვიცავთ ცივილიზაციას დემონური ძალებისგან. რუსებს უნდათ ომის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ მათ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის და ამის თქმა მათი პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტი თავის ხალხს უნდა უყურებდეს არა როგორც ტიტანი, ფიურერი, არამედ ისე, როგორც ხელმძღვანელი და ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა წარმატებული გახადოს.
ჩვენ ჩვენსას ვიცავთ, არ მინდა ახალგაზრდა რუსი ბიჭები, რომლებიც ჩემი შვილების თაობაა, მოხვდნენ კრემატორიუმებში. ღმერთი განსჯის მათ, ვინც ეს ბიჭები აქ გამოაგზავნა“, - აცხადებს ზელენსკი.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიკვდილს გიპირებთ და გეშინიათ? უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შემდეგნაირად უპასუხა:
„ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ყველას სიცოცხლე გვწადია. თუკი ვიღაცას არ ეშინია სიკვდილისა და შვილების სიკვდილისა, ეს არ არის ჯანსაღი ადამიანი. მე ჩემი ოჯახის სიცოცხლეზე ვფიქრობ. პრეზიდენტი ვარ და არ მაქვს უფლება რომ მეშინედოს, თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები მაქვს და მეც შეიძლება შიში დამეუფლოს, როგორც ადამიანს. ოჯახები გვაფიქრებს და ის ადამიანები, ვინც გვიყვარს. მაშინებს სწორედ ის, რომ ჩემი ქვეყანა არ მეყოლება. მეშინია შემდეგი თაობებისა. მსოფლიომ უნდა იცოდეს - უკრაინას სჭირდება უშიშროების გარანტიები“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.
0
0