03/11/2023
12:57
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული კომპანიები ეკვატორულ გვინეაში მინერალური რესურსების მოპოვებით "სერიოზულად" არიან დაინტერესებული.
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ეკვატორული გვინეის პრეზიდენტ თეოდორო ობიანგ ნგემასთან მოლაპარაკებები გამართა. ორივე ლიდერი ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდა.
"პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობები დიდია და ასევე ამ ურთიერთობების განვითარებისთვის თქვენი ქვეყნის უნარები ხელსაყრელია. ვგულისხმობ პოტენციალს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მინერალური რესურსების მოპოვებას უკავშირდება“, - თქვა პუტინმა.
პრეზიდენტმა ნგემამ ეკვატორულ გვინეაში ინვესტიციების განხორციელებით რუსული კომპანიების დაინტერესება დადებითად შეაფასა. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთს ეკვატორულ გვინეაში საელჩოს გახსნისთვის.
როგორც ცნობილია, ეკვატორული გვინეა, ცენტრალური აფრიკის პატარა ქვეყანა, მდიდარია ნავთობით, მრავალი მინერალური რესურსით, როგორიცაა ოქრო, ბრილიანტი, ურანი და გაზი.
0
0