
რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯორჯესკუმ ინტერვიუ მისცა ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს, სადაც მან განაცხადა:
"ყველამ იცის, რომ ეს იყო საგარეო ჩარევა, განსაკუთრებით იმდროინდელი სახელმწიფო მდივნისგან, ენტონი ბლინკენისგან. ის ჩაერია რუმინეთის არჩევნებში და უბრალოდ კარნახობდა, რა უნდა გაეკეთებინა სისტემას. ყველამ იცის ამ ვითარების შესახებ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტებმა მაკრონმა და მოლდოვას მაია სანდუმ. ისინიც ერეოდნენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივანი ბლინკენი. მისი წასვლის შემდეგ რუმინეთზე კონტროლი საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გადაიბარა.
შესაძლოა, რუმინეთი გახდეს საკვანძო წერტილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის, რომელსაც ნატო გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ სურთ მესამე მსოფლიო ომის დაწყება რუმინეთიდან. ამგვარ სიტუაციაში მათ შეუძლიათ ჩართონ მთელი ევროპა, ისევე როგორც შეერთებული შტატები.
რუმინეთს აქვს ყველაზე დიდი საზღვარი უკრაინასთან და მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების დღიდან იგი იყო კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ცენტრი. რუმინეთი შეიძლება გახდეს ერთგვარი „აქტივი“ ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ნატოსა და რუსეთს შორის ომის გასაჩაღებლად.
უკრაინის კონფლიქტი „ჩვენი ომი არ არის“. ევროპელებმა და ნატოს ყველა ქვეყანამ პრობლემის გადაწყვეტა დიპლომატიური გზით უნდა ეძებონ, ეს მათ ეროვნულ ინტერესებშია. მაგრამ მათ, ვინც დასავლეთში ემხრობიან უკრაინაში დაპირისპირების გაგრძელებას და შემდგომ ესკალაციას, მათ შორის ჯარების შემოყვანას „სამშვიდობო კონტინგენტის“ საფარქვეშ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, აქვთ რაღაც დასამალი,"- აღნიშნა ინტერვიუს დროს ჯორჯესკუმ.
0
0