17/08/2022
11:23
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონის“ მთავარი მეღვინე, სანდრო ქუმსიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირება და კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის წარმატებას განსაზღვრავს.
„ვაწარმოებთ ყურძნის მონიტორინგს და რასაც ვხედავთ, კარგი მოსავალი იქნება, რაც აისახება მომავალში ღვინის ხარისხზე. ეს მნიშვნელოვანია, უკვე მომავალ წლებში, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის წარმატებებისთვის. კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გრძელდება უკვე მე-8, მე-9 წელია და ეს პოზიტიურად აისახება მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაზე“, - განაცხადა სანდრო ქუმსიაშვილმა.
მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2022 წელსაც განახორციელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სუბსიდირება მთავრობას ჯამურად 150 მილიონი ლარი დაუჯდება. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი სულ მცირე 90 თეთრი იქნება. მევენახეები წელს ყურძნის უხვ მოსავალს ელოდებიან და მათთვის ყურძნის სუბსიდირება წელსაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
რთველი 2022 ოფიციალურად, აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
0
0