19/10/2021
14:29
პოლიტიკა
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების დანერგვას:
„როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს, არ მაქვს სურვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტები ან სახელმწიფო მოხელეები მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ, სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების დანერგვას და ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ ევროპული სტანდარტით, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით. შემდეგ რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება დემოკრატიის სტანდარტების ერთგულება, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს სამართლის უზენაესობასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა, რომელთათვისაც ევროპული ფასეულობები ევროკავშირის მთავარი საფუძველი და ძალაა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0